კაბადოკია-ალანია-ტრაპიზონი

ტაო-კაბადოკია-ალანია-ტრაპიზონი!

2+2=4 ტური ერთის ფასად!

მოგზაურობას ვიწყებთ კაპადოკიიდან ანუ უძველესი ანატოლიიდან. ,,ლამაზი რაშების ქვეყანაში” ჩვენ ვიხილავთ მსოფლიოს მე-8 საოცრებას - ვულკანური წარმოშობის ბუნებრივ ძეგლებს, ძვ.წ.აღ. I საუკუნეში დაარსებულ კლდეში ნაკვეთ და მიწისქვეშა ქალაქებს. კაპადოკიიდან გავემგზავრებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქ. ალანიაში, სადაც დავისვენებთ 3 დღე-ღამის განმავლობაში და მოვაწყობთ ეგზოტიკურ კრუიზს მეკობრეების იალქნიანი გემით. ალანიიდან გამოვემგზავრებით ტრაპიზონისაკენ, მოვინახულებთ მცირე აია სოფიას ტაძარს, ტურის დასასრულს მოვაწყობთ შოპინგს ტრაპიზონის ფორუმში და გამოვემგზავრებით ბათუმის მიმართულებით.

სეზონი: ივნისი-ივლისი-აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი

ტურის მიმართულება:

I დღე

  • 7:00 გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით
  • გზად ტაო-კლარჯეთის 2 ძეგლის მონახულება.
  • ღამისთევა ქ. ერზინჯანში

II დღე

  • 8:00 საუზმე
  • გამგზავრება კაპადოკიის მიმართულებით
  • გორემე-ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ (ეკლესიების მოლოცვა X-XV სს.)
  • ,,მონქის ხეობა” – მსოფლიოს მე–8 საოცრება,ვულკანური წარმოშობის ძეგლები.
  • ,,სილვერშოპი” (სუვენირების ბაზრობა)
  • გასეირნება ძველ ქალაქში
  • ვახშამი/ღამისთევა სასტუმროში
  • ,,ტკბილი ტური" (თურქული ტკბილეულის დაგემოვნება)
  • (სურვილის შემთხვევაში გამგზავრებაTurkish Night-ზე)

III დღე

  • 8:00 საუზმე
  • ვიზიტი კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქში
  • გამგზავრება ხმელთაშუა ზღვაზე
  • საღამოს ჩასვლა ქ.ალანიაში 18:00 საათზე
  • განთავსება სასტუმროში/ვახშამი
  • გასვლა ზღვის სანაპიროზე/თავისუფალი დრო
  • ღამისთევა სასტუმროში

IV დღე

  • 9:00-10:00 საუზმე
  • თავისუფალი დრო
  • (სურვილის მიხედვით შეიძლება დაიგეგმოს ექსკურსია )
  • (დღის განმავლობში: 4 ჯერადი კვება- All inclusive /შვედური მაგიდა, უფასო ლუდი
  • და უალკოჰოლო სასმელები)

V დღე

  • 9:00-10:00 საუზმე
  • 11:00 – 18:00 ეგზოტიკური კრუიზი მეკობრეების იახტით ხმელთაშუა ზღვაზე (გასართობი შოუ-პროგრამით)
  • თავისუფალი დრო
  • ვახშამი/ღამისთევა სასტუმროში

VI დღე

  • 8:00 საუზმე
  • გამომგზავრება ქ. ტრაპიზონისაკენ
  • ღამით ჩასვლა ტრაპიზონში
  • ღამისთევა სასტუმროში

VII დღე

  • 8:00 საუზმე
  • ვიზიტი მცირე აია სოფიას ტაძარში
  • შოპინგ ტური ,,ტრაპიზონის ფორუმში“
  • (სურვილის შემთხვევაში ,,სუმელა“-ს მონასტრის მონახულება)
  • გამომგზავრება სარფის მიმართულებით
  • დაბრუნება თბილისში

ტურის ღირებულება: 350 აშშ დოლარი p.p.

ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით/ავტობუსით
  • ქართულენოვანი გიდის მომსახურება
  • კაპადოკიის მუზეუმის ბილეთები
  • ღამისთევა 4* და 3* სასტუმროებში
  • კვება x 2 საუზმე/ვახშამი (კაპადოკიაში)
  • კვება x4/ შვედური მაგიდა უალკოჰოლო სასმელების ჩათვლით (ალანიაში)
  • საჩუქრად CD დისკი თქვენი მოგზაურობის ამსახველი ფოტო მასალით.

ექსკურსიის ღირებულებაში არ შედის:

  • კვება მგზავრობის განმავლობაში
  • კრუიზი ხმელთაშუა ზღვაზე ( 25 $ )
  • საჰაერო ბურთით გაფრენა (100 $)
  • Turkish Night ( 25 $ p )

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, პეკინის 44 (გაგარინის მოედანი)

ტელ: 2 47 94 35

მობ: 595 22 38 48 ან 597 11 88 14

info@travel2georgia.ge